"სტიქია ყველა ქვეყანაში კლავს. საქართველოსნაირ აღვირახსნილ ოლიგარქიებში ხალხის სტიქიებისგან დაცვის და უსაფრთხოებისთვის გამოყოფილი მილიონების სახლში წაღება კლავს ბევრად მეტ ადამიანს.
კორუფცია კლავს, დიახ! და ეს ყველას ეხება: ლანჩხუთელი გლეხიდან ვაკის პარკში მოსეირნე ბავშვებამდე! დიახ!
P.S. ისიც გვახსოვდეს, რომ სტატისტიკის თანახმად, გურიის რეგიონში ყველაზე მეტი საჯარო მოხელეა საქართველოს მასშტაბით, ლამის მთელი მოსახლეობის ნახევარი."
- წერს Facebook-ზე "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი, ნიკა გვარამია.