უკრაინულმა დრონებმა ღამით რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეებს შეუტიეს | უსაფრთხოების მიზნით, სოჭის აეროპორტი დაიხურა

გამოქვეყნდა:

უკრაინულმა დრონებმა გვიან ღამით სამიზნეებს შეუტიეს კრასნოდარის ტერიტორიის შავი ზღვის სანაპიროზე ანაპას, ტუაფსესა და ნოვოროსიისკის მიდამოებში. შედეგების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

ანაპას რაიონში აფეთქებების შესახებ, რუსული პროპაგანდისტული  ტელეგრამ არხები იტყობინებიან მოსახლეობაზე დაყრდნობით.

”5-დან 10-მდე აფეთქების ხმები ისმოდა ვინოგრადნის, ვიტიაზევოს სოფლების მიდამოებში და ქალაქ ანაპასთან. წინასწარი მონაცემებით, საჰაერო თავდაცვის სისტემა ამოქმედდა. ამ დროისთვის ოფიციალური ინფორმაცია მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ არ არის“, - იუწყება ტელეგრამ არხი SHOT.

რუსეთის სამოქალაქო ავიაციის ხელისუფლებამ სოჭის აეროპორტის დახურვის შესახებ გამოაცხადა "ფრენის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი