Freedom House-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს თავისუფლების მაჩვენებელი 3 ქულით გაუარესდა და ქვეყანა კვლავ ნაწილობრივ თავისუფლად რჩება.
ანგარიშში მიმოხილულია, რომ 2024 წელს სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები და გამოვლენილი პრობლემები.
"არჩევნებთან დაკავშირებულ საპროტესტო აქციებზე ძალადობა ფართოდ იყო გავრცელებული, მათ შორის საქართველოსა და მოზამბიკში, სადაც უსაფრთხოების ძალებმა გამოიყენეს არაპროპორციული ძალა მომიტინგეების წინააღმდეგ", - ნათქვამია ანგარიშში.