"აქ ვარ იმისთვის, რომ მივიღო უფრო მეტი ინფორმაცია და უფრო მეტად გავაძლიერო ზეწოლა ჩვენს აღმასრულებელ სტრუქტურებზე" | რასა იუკნევიჩიენე საქართველოშია

გამოქვეყნდა:

საქართველოში ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე იმყოფება.

ის საქართველოს პრეზიდენტს, პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

იუკნევიჩიენე "TV პირველთან" ამბობს, რომ საქართველოში დამატებითი ინფორმაციის მიღებისთვის იმყოფება.

"მე ვარ აქ იმისთვის, რომ მივიღო უფრო მეტი ინფორმაცია და უფრო მეტად გავაძლიერო ზეწოლა ჩვენს აღმასრულებელ სტრუქტურებზე, რათა ჩამოაყალიბონ კონკრეტული გეგმა, როგორ უნდა გადაარჩინონ დემოკრატია, თავისუფლება და საქართველოს ევროპული ცხოვრების წესი, რათა დაეხმარონ საქართველოს, დაბრუნდეს ევროპულ გზაზე.

რაც შეეხება უნგრეთს და სლოვაკეთს, ისინი მხოლოდ საქართველოს საკითხს არ ეწინააღმდეგებიან, მათ შორის უკრაინის საკითხსაც. ჩვენ რეზოლუციაში ვახსენეთ ერთი ახალი მნიშვნელოვანი რამ, ჩვენ უნდა წავახალისოთ 27-დან 25 სახელმწიფო, რომ დაუწესონ სანქციები ივანიშვილის რეჟიმს ეროვნულ დონეზე და აჩვენონ ერთიანობა ივანიშვილის რეჟიმს, რადგან მათი ქმედებები არ არის შესაბამისობაში არც ერთ ევროპულ ღირებულებასთან", - ამბობს ევროპარლამენტარი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი