საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს შეხვდა.
"შევხვდი ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს საქართველოს წინსვლის გზაზე სასაუბროდ. წარვადგინე ახალი არჩევნების გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიული და გამჭვირვალე პროცესის ჩატარებას. მადლობელი ვართ ახალ არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენი ევროპელი პარტნიორების მუდმივი მხარდაჭერისთვის", - დაწერა ზურაბიშვილმა X-ზე.