ტრამპი ადასტურებს, რომ ზელენსკის პარასკევს შეხვდება

გამოქვეყნდა:

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ადასტურებს, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პარასკევს, 28 თებერვალს თეთრ სახლში შეხვდება.

გუშინ, 25 თებერვალს Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინამ აშშ-სთან მინერალებზე შეთანხმებას მიაღწია.

ტრამპის თქმით, მინერალებზე შეთანხმებას ხელს მოაწერენ, ეს შეთანხმება კი "ძალიან დიდი იქნება".

შეთანხმებასთან დაკავშირებით ზელენსკიმ თქვა, რომ მინერალების შეთანხმება, შესაძლოა, დიდი წარმატება იყოს.

"ეს უბრალოდ დასაწყისია... მინერალების შეთანხმება, შესაძლოა, დიდი წარმატება იყოს... წარმატება დამოკიდებული იქნება პრეზიდენტ ტრამპთან ჩვენს საუბარზე", - თქვა პრეზიდენტმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი