"სტიქიის დროს, ყველაზე მთავარი, მთავრობის დროული რეაგირება და მუშაობის კოორდინაციაა.
პირადი გამოცდილებით შემიძლია ამის თქმა.
ასეთი მუშაობის გაწევა არსებულ რეჟიმს არ შეუძლია, რადგან არ არსებობს ანგარიშვალდებულება ხალხის მიმართ.
შეუძლებელია არალეგიტიმურმა, არაკომპეტენტურმა და კორუფციულმა ე.წ. მთავრობამ შეძლოს ეფექტური მუშაობა, მითუმეტეს კრიზისის დროს.
ეს შოვმაც დაგვანახა და 13 ივნისმაც.
ასეთი ტიპის რეჟიმი ყოველთვის და ყველგან მხოლოდ პასუხისმგებლობის აცილებაზე ფიქრობს, უბედურების პირველივე წუთიდან.
კრიზისისა და სტიქიის სიმძიმეს "თოვლიანი ამინდით" აფასებს. დაგვიანებული რეაგირებით, მესამე დღეს გახსნილი შტაბით და არარსებული პრევენციით ხალხს უბრალოდ სიკვდილისთვის წირავს!
სტიქიის პირისპირ დარჩენილი ხალხი მოხალისეების იმედად არის!
სამწუხაროდ საქართველოში არ ვარ და მოსახლეობის და მოხალისეების დახმარება შემიძლია მხოლოდ "ნანუკას ფონდის" ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.
კრიზისმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ხალხის ერთობა შედგა და ერთმანეთზე ზრუნვა ჩვენს ყოველდღიურობად იქცა!"
- წერს Facebook-ზე "რეფორმატიკსისა" და "ფროსფერითი ჯორჯიას" დამფუძნებელი, ნიკა გილაური.