დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, კირ სტარმერი ვაშინგტონში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შესახვედრად ჩავიდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
ცნობილია, რომ შეხვედრის შემდეგ ლიდერები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. რაც შეეხება შეხვედრაზე განსახილველ საკითხებს, ერთ-ერთი თემა უკრაინა იქნება, საუბარი ასევე ორი ქვეყნის ურთიერთობებს შეეხება.
სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ბრიტანეთის ელჩის რეზიდენციაში საუბრისას მან აღნიშნა, რომ აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოს შორის პარტნიორობა მნიშვნელოვანია.
„ჩვენ გვინდა ვიმუშაოთ თქვენთან, გვინდა მოგესალმოთ ბრიტანეთში. ჩვენ გვინდა ახალი პარტნიორობა, რადგან ჩვენი ისტორია გვიჩვენებს, რომ როდესაც ერთად ვმუშაობთ, დიდებული საქმეები ხდება“, - აღნიშნა კირ სტარმერმა.