დღეს დადასტურებული 471 ახალი შემთხვევიდან 360 აჭარიდანაა - ენდელაძე

გამოქვეყნდა:

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფეცქიური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის თქმით, დღეს 3 ოქტომბერს საქართველოში დადასტურებული 471 ახალი შემთხვევიდან 360 აჭარიდანაა.

აჭარიდან გახლავთ 360 პაციენტი, თბილისიდან - 57 პაციენტი, იმერეთიდან - 11, სამეგრელო-ზემო სვანეთიდან - 22, ქვემო ქართლსა და კახეთიდან 6-6 პაციენტი, გურიიდან - 5, მცხეთა-მთიანეთიდან - 3, სამცხე-ჯავახეთიდან კი 1 პაციენტი, - ამბობს ენდელაძე.

ამასთან, ენდელაძის თქმით, 35 პაციენტი არის კრიტიკულად მძიმე, მათ შორის 13 მართვით სუნთქვაზეა და 8 აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდანაა გადმოყვანილი. 

აქვე, დღეს, 3 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 471 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 278 ადამიანი, 2 კი გარდაიცვალა. 

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 7 564
  • გამოჯანმრთელებულია -  3 992
  • მათ შორის გარდაცვლილია - 48;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება -  5 392; 
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 1 100;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 34 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა თითქმის 26 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი