
დღეს, 3 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი 2 პაციენტიდან ერთი 61 წლის ქალია ბათუმიდან. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურში 26 სექტემბერს შეიყვანეს.
მისი დიაგნოზი კორონავირუსის გარდა იყო ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა, მწვავე რესპირაციული დისტრეს სინდრომი, თირკმლის უკმარისობა და შოკი.
პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა: გულის უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, ჭარბი წონა. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა, - ამბობს უწყება.
მათივე ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 360 შემთხვევა დადასტურდა, 177 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
გარდაიცვალა 2 პაციენტი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 48 გახდა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.