საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერი პროექტისთვის ევროკავშირი 1.5 მლნ ევროს გამოყოფს

გამოქვეყნდა:

ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის დაფინანსებით, საქართველოში პროექტი REACT (Resilient, Engaged, Active Civil Society for Transformation) for Georgia დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

პროექტის აღწერის მიხედვით, REACT for Georgia საქართველოს რეგიონებში სამოქალაქო საზოგადოების მდგრადობას აძლიერებს, რაც მათ საშუალებას აძლევს გაუძლონ მიმდინარე გამოწვევებს და გააგრძელონ წვლილის შეტანა დემოკრატიულ მმართველობაში და სამოქალაქო ჩართულობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ასევე, პროექტი უზრუნველყოფს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების საჭიროებებზე დაფუძნებულ კონსოლიდაციას, არა მხოლოდ თავად სექტორში, არამედ სხვადასხვა სფეროებში და ხელს უწყობს თანამშრომლობას სამოქალაქო საზოგადოებას, ბიზნესს, მედიასა და ჩვეულებრივ მოქალაქეებს შორის. მეტიც, REACT for Georgia ფოკუსირებულია სექტორის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებაზე და მისი მდგრადობის გაუმჯობესებაზე.

პროექტი მოიცავს:

  • 500 ორგანიზებულ ჯგუფს (საზოგადოებრივი ორგანიზაციები და საინიციატივო ჯგუფები) რეგიონის მასშტაბით;
  • 3000 მოქალაქეს (აქტივისტები, ახალგაზრდები, სკოლის მასწავლებლები, აკადემიკოსები) რეგიონის მასშტაბით;
  • 50 ბიზნეს სუბიექტს ქვეყნის მასშტაბით.

ამასთან, პროექტი მოიცავს საგრანტო კომპონენტს სამოქალაქო საზოგადოების ჰაბების, ადგილობრივი ინიციატივების, სამოქალაქო აქტივისტების, crowdfunding-ის, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მხარდასაჭერად და ა.შ.

სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერისა და ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებების ხელშეწყობის ძირითადი მიზნის შესაბამისად, REACT-მა ჩამოაყალიბა სამოქალაქო საზოგადოების ჰაბები, როგორც სექტორის ფუნქციური ინსტიტუციური ხერხემალი საქართველოს 10-ვე რეგიონში.

REACT-ის კონკრეტული მიზანებია:

  1. გააძლიეროს კავშირები სამოქალაქო საზოგადოების აქტორებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის, მათ შორის ადგილობრივ ბიზნესს, მედიას და ფართო საზოგადოებას და მოამზადოს ისინი ხელისუფლებასთან მნიშვნელოვანი დიალოგისთვის.
  2. ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების აქტორების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება, განსაკუთრებით მათი ფინანსური დივერსიფიკაციის სტრატეგიების გაუმჯობესებით და საზოგადოებასთან ურთიერთობის ძალისხმევით.

პროექტი 2025 წლის პირველ თებერვალს დაიწყო და 2027 წლის 31 იანვარს დასრულდება. REACT for Georgia-თვის ევროკავშირი 1 568 328 ევროს დაფინანსებას გამოყოფს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი