ბრიტანეთის პრემიერი თეთრ სახლში ტრამპს ხვდება

გამოქვეყნდა:

ბრიტანეთის პრემიერმინისტრი კირ სტარმერი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შესახვედრად ვაშინგტონში ჩავიდა. მოლაპარაკებების დაწყებამდე ორი ქვეყნის ლიდერები ოვალურ კაბინეტში მოკლედ უპასუხებენ ჟურნალისტების შეკითხვებს, შეხვედრის შემდეგ კი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

ვაშინგტონში ჩასვლამდე ერთი დღით ადრე,  სტარმერმა თქვა, რომ ბრიტანეთი ხიდის როლს თამაშობს აშშ-სა და ევროპის ქვეყნებს შორის. ამავე დროს, მან გამოაცხადა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის ხარჯების მშპ-ის 2,6%-მდე გაზრდა.

სტარმერისა და ტრამპის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი შეიძლება იყოს ბრიტანულ-ფრანგული წინადადება, რომელიც უკავშირდება სამშვიდობო ხელშეკრულების დადების შემდეგ უკრაინაში სამშვიდობოების განლაგებას. 

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ეს გეგმა ტრამპს კვირის დასაწყისში წარუდგინა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი