დონალდ ტრამპი ამბობს, რომ წიაღისეულზე შეთანხმებას ზელენსკისთან შეხვედრისას, პარასკევს მოაწერს ხელს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს ბრიტანეთის პრემიერ კირ სტარმერთან შეხვედრისას განუცხადა.
„პრეზიდენტი ზელენსკი ჩემთან პარასკევს დილით მოვა და ჩვენ ხელს მოვაწერთ ძალიან მნიშვნელოვან შეთანხმებას ორივე მხარისთვის, რადგან ეს მოგვცემს საშუალებას შევიდეთ ამ ქვეყანაში და იქ ვიმუშაოთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ტრამპმა ასევე გამოთქვა რწმენა, რომ სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ რუსეთი უკრაინას აღარ დაესხმება თავს.