"აქამდე ბრალდების მხარის ყველა მოწმემ დაადასტურა ნიკა გვარამიას უდანაშაულობა და დარწმუნებული ვარ, დღესაც ასე იქნება“ - დიმიტრი საძაგლიშვილი

გამოქვეყნდა:

ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით განახლდება. „მთავარი არხის“ დამფუძნებლის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების საქმეზე დღეს ინტერმედიის 3 წარმომადგენელს დაკითხავენ.

დაცვის მხარის თქმით, ამ დრომდე ნიკა გვარამიას ბრალეულობა არცერთ მოწმეს არ დაუდასტურებია.

ბრალდების მხარე ამბობს რომ სესხის ხელშეკრულება არის ყალბი, თუმცა, სესხის თანხა ასახულია საბანკო ანგარიშზე, არსებობს საბანკო გადარიცხვები და გაუგებარია ბრალდების პოზიცია იყოს მოჩვენებითი ხელშეკრულება, როცა რეალურად, ფულის მოძრაობა დასტურდება საბანკო დოკუმენტაციით და არა მხოლოდ კომპანიის შიდა დოკუმენტაციით. აქამდე ბრალდების მხარის ყველა მოწმემ დაადასტურა ნიკა გვარამიას და სხვა ბრალდებულების უდანაშაულობა და დარწმუნებული ვარ, დღესაც ასე იქნება“ - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

დღევანდელ სხდომას ნიკა გვარამიაც დაესრება. „მთავარი არხის“ დამფუძნებელი დარწმუნებულია, რომ მის წინააღმდეგ დაწყებული საქმე პოლიტიკურად ანგაჟირებულია. მისივე თქმით, ამ გზით ბიძინა ივანიშვილი პირად ანგარიშსწორებას ცდილობს და მისი მთავარი მიზანია, რომ „მთავარი არხი“ დაასუსტოს.

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი