ოლიგარქის პოლიციამ გიგი უგულავა 5 000 ლარით კიდევ ერთხელ დააჯარიმა

გამოქვეყნდა:

ოლიგარქის პოლიციამ გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის გიგი უგულავა 5 000 ლარით კიდევ ერთხელ დააჯარიმა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ არც ჯარიმის გადახდას და არც სასამართლოზე მისვლას არ აპირებს. 

"მორიგი, რიგით მესამე, 5000₾ "პივის ჩეკი" მომიტანეს მილიციიდან. ოღონდ თარიღი ისეა გადღაბნილი, რომ ეშმაკი ვერ გაარჩევს რუსთაველზე გასეირნების რომელ საღამოს მედავებიან. არც აქვს მნიშვნელობა.

არ ვაპირებ არც გადახდას და არც სასამართლოზე მისვლას, თავში ქვა გიხლიათ

ცეცხლი და ზედ ნავთი ოლიგარქიას," - წერს გიგი უგულავა. 

[ფოტო: არქივი]

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი