ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა და ნიკარაგუამ „უვიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმება“ გააფორმეს

გამოქვეყნდა:

ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმმა და ნიკარაგუის რესპუბლიკამ „დიპლომატიური, ოფიციალური, სამსახურებრივი და უცხოური პასპორტების მფლობელთათვის სავიზო ფორმალობებზე ორმხრივი უარის თქმის შესახებ შეთანხმება" გააფორმეს.

ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 27 თებერვალს მოსკოვში, "საგარეო საქმეთა მინისტრი" ახსარ ჯიოევი  "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში" ნიკარაგუას "ელჩს" ალბა აზუჩენა ტორეს მეჯიას შეხვდა.  საუბრისას განიხილეს ორ „მეგობარ ქვეყანას“ შორის ურთიერთობების გაძლიერებისა და განვითარების გზები, ასევე მიმდინარე საერთაშორისო მოვლენები.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი