საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, არასამთავრობოების მონაწილეობა სავალდებულო აღარ იქნება | მესამე სექტორი რეჟიმთან ისედაც აღარ თანამშრომლობს

გამოქვეყნდა:

ივანიშვილის დეპუტატების ახალი საკანონმდებლო ცვლილება - თვითგამოცხადებული პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილეს.

 პროექტის თანახმად, "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებულ საჯარო გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში სავალდებულო აღარ იქნება არასამთავრობო ორგანიზაციათა მონაწილეობა".

 პარლამენტის რეგლამენტის დღეს მოქმედი რედაქცია საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების სავალდებულო მონაწილეობას ითვალისწინებს.

 კანონპროექტით, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები უფლებამოსილი იქნებიან მონაწილეობა მიიღონ ყველა იმ საკითხის განხილვაში, რომელიც მათთვის საინტერესოა, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებაში მათი ჩართულობის სავალდებულოობა აღარ იარსებებს.

 საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატორები არიან ფრაქცია „ქართული ოცნების“ და მისი სატელიტის, „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები.

 კომიტეტმა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს მხარი დაუჭირა.

ცნობისთვის, რუსული კანონის მეორედ შემობრუნებისა და მიღების შემდეგ, გარასამთავრობო ორგანიზაციები ივანიშვილის პარლამენტთან ისედაც აღარ თანამშრომლობდნენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი