რუსეთის კომუნიკაციების განვითარების ეროვნულმა კვლევითმა ინსტიტუტმა (НИИРК) „2024 წლის პოსტსაბჭოთა ქვეყნების საკომუნიკაციო რეჟიმების კეთილგანწყობის რეიტინგი“ გამოაქვეყნა.
წინა წლის მსგავსად, საქართველო, „შედარებით მეგობრული ქვეყნების“ სიაში მოხვდა. მისი „კეთილგანწყობის“ რეიტინგი წლის განმავლობაში 12-დან 15 ქულამდე გაიზარდა.
ამავე კვლევით, "ყველაზე მეგობრული" რუსეთის მიმართ თვითგამოცხადებული "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაა", შემდეგ მოდის ბელარუსი, "აფხაზეთი", შუა აზიის ქვეყნები, აზერბაიჯანი და სომხეთი.
არამეგობრული ქვეყნების სიაში შედის მოლდოვა, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი და უკრაინა.