შეშფოთებით აღვნიშნავთ "ქართული ოცნების" მხრიდან EU-ს მიმართ განგრძობით აგრესიულ რიტორიკას. გერმანიის ელჩზე თავდასხმები მიუღებელია | გერმანიის საგარეო

გამოქვეყნდა:

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ირაკლი კობახიძის განცხადებაზე "ფორმულას" კითხვას პასუხობს და "ოცნების" მთავრობას მოუწოდებს, ევროპულ პოზიციებსა და პოლიტიკასთან დაკავშირებით ცრუ ნარატივების გავრცელების შეწყვეტისკენ.

"გერმანიის ელჩი საქართველოში ფედერალური მთავრობის პოზიციას წარმოადგენს. ნებისმიერი ჩარევა დიპლომატიურ საქმიანობაში დაუშვებელია.

შეშფოთებით აღვნიშნავთ ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების მიმართ განგრძობით აგრესიულ რიტორიკას. გერმანიის ელჩზე თავდასხმები მიუღებელია.

გერმანია და ევროკავშირი კიდევ ერთხელ მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, შეწყვიტოს ევროპულ პოზიციებსა და პოლიტიკასთან დაკავშირებით ცრუ ნარატივების გავრცელება და შეცვალოს არსებული პოლიტიკური კურსი", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, მას შემდეგ რაც გერმანიის ელჩმა გერმანიის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, არალეგიტიმური პრემიერი კობახიძე მას ჩვეული პროპაგანდისტული მესიჯბოქსით თავს დაესხა და "რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელი" უწოდა.

შეგახსენებთ, გერმანიის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გერმანია-საქართველოს სამეცნიერო თანამშრომლობის განახლება გაყინა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი