მზად ვართ თბილისი იყოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკების ადგილი - ზურაბიშვილი

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველო მზადაა ყველაფრისთვის, რაც ორი მხარისთვის - სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის იქნება სასურველი, რომ მოლაპარაკებები დაიწყოს. მან ორივე ქვეყნის პრეზიდენტებსა და ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მიმართა ცეცხლის შეწყვეტის და დიალოგის დასაწყებად. 

ამ თემაზე ზურაბიშვილმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის შემდეგ ისაუბრა და ქართული საზოგადოების სახელით ღრმა მწუხარება გამოთქვა ორ მეზობელ ქვეყანას შორის კონფლიქტის დროს დაღუპულების გამო.

მინდა გავიმეორო, რომ ჩვენ მზად ვართ ეს ქვეყანა, თბილისი იყოს ადგილი, სადაც შესაძლებელი იქნება გაიმართოს ნებისმიერი მოლაპარაკება. ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ, რაც იქნება სასურველი მხარეებისთვის. ასევე მინდა მივმართო ევროკავშირს - ჩვენ, ამ რეგიონის სამივე ქვეყანა ვართ აღმოსავლეთ პარტნიორები. თუ ეს რამეს ნიშნავს, თუ სამეზობლო რამეს ნიშნავს და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრს ნიშნავს, დღევანდელ დღეს ჩვენი სტაბილურობა და მშვიდობა ამ რეგიონში და ის ასევე არის ევროკავშირის ინტერესში, მან თავისი ძალები ასევე უნდა გამოიყენოს მშვიდობისთვის და ამ სიტუაციის დეესკალაციისთვის. ეს არის სამივე ქვეყნის საერთო მიზანი და ჩვენი მოქალაქეებისთვის არ არის არაფერი უფრო ძვირფასი, ვიდრე მშვიდობა და სტაბილურობა, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილმა, ასევე მიმართა მინსკის ჯგუფს, რომ კონფლიქტის მოგვარებაში ჩაერთონ. მისი თქმით, სამივე ქვეყნის ვალია რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა შეინარჩუნონ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი