ზელენსკის განცხადებით, ის ფიქრობს, რომ პრეზიდენტი ტრამპი უკრაინის მხარესაა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ის ფიქრობს, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინის მხარესაა, რადგან ორივემ მნიშვნელოვანი სამიტი დაიწყო. ამის შესახებ ზელენსკიმ თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტთან ერთობლივი გამოსვლისას ისაუბრა.

"მინდა განვიხილოთ, თუ რისთვის არის მზად აშშ", - თქვა მან და დასძინა, რომ ვლადიმერ პუტინი უნდა შეაჩერონ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვაშნგტონში დღეს ჩავიდა. ის თეთრ სახლში, დონალდ ტრამპს ხვდება. მანამდე, ტრამპის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მხარეები შეხვედრაზე კრიტიკულ მინერალებზე შეთანხმდებიან. ამ დროისთვის, მედიასთან კითხვა-პასუხის რეჟიმში შეხვედრა მიმდინარეობს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი