აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინამ და ამერიკამ სასარგებლო წიაღისეულზე შეთანხმებას ხელს დღეს მოაწერს.
კერძოდ, ზელენსკისთან და მედიასთან შეხვედრის დროს ტრამპმა თქვა, რომ შეთანხმებას ხელი მოეწერება "მოგვიანებით, ვახშამის შემდეგ".
"ჩვენ მივაღწიეთ სამართლიან შეთანხმებას და მოუთმენლად ველით მის რეალიზაციას, განსაკუთრებით კრიტიკული მეტალების მოპოვების სფეროში. ეს ნიშნავს იმას, რომ აშშ უშუალოდ იქნება ჩართული და ეს ჩვენი მხრიდან დიდი პასუხისმგებლობაა", - თქვა ტრამპმა და დასძინა, რომ მისთვის ზელენსკის მასპინძლობა თეთრ სახლში "დიდი პატივია".