ტრამპი: "რომ არა ჩვენი აღჭურვილობა 2 კვირაში დამთავრდებოდა ომი"... ზელენსკი: "მე ეს პუტინისგან მსმენია, 3 დღეში დამთავრდებაო" | კამათი თეთრ სახლში

გამოქვეყნდა:

დონალდ ტრამპსა და ზელენსკის შორის შეხვედრის შემდეგ, მედიის თანდასწრებით კამათი იყო. კამათში ჩაერთო ვიცე პრეზიდენტი ჯეი დი ვენსიც, რომელმაც  ზელენსკი "უპატივცემულობაში" დაადანაშაულა, რის შემდეგაც ტრამპმა თქვა, რომ უკრაინის ლიდერი "მესამე მსოფლიო ომს ეთამაშება". 

„მადლობელი უნდა იყოთ, ხელთ არავითარი კოზირი  არ გაქვთ, ჯარისკაცები გიმთავრდებათ“, - თქვა ტრამპმა და განაცხადა რომ ცეცხლის შეწყვეტა აუცილებელია. რაზეც ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის "ბანქოს სათამაშოდ არ მოსულა".
 

ტრამპი: თქვენ თამაშობთ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით, მესამე მსოფლიო ომს ეთამაშებით და რასაც აკეთებთ, დიდი უპატივცემულობაა ჩემი ქვეყნის მიმართ. მე თქვენ პატივს გცემთ გცემთ გაცილებით მეტად, ვიდრე სხვა ადამიანი აცხადებს ...თქვენი ქვეყანა დიდ პრობლემებშია, თქვენ არ გსურდათ, კი ბატონო...

ზელენსკი: ჩვენ ქვეყანაში ძლიერ პოზიციებს ვიკავებთ . ომის დაწყებიდან ჩვენ მარტო აღმოვჩნდით ფაქტობრივად.

ტრამპი: ჩვენ მოგეცით 350 მლრდ დოლარი და თქვენი ჯარისკაცები რა თქმა უნდა ვაჟკაცები არიან, თქვენ რომ არ გქონოდათ ჩვენი აღჭურვილობა 2 კვირაში დამთავრდებოდა ომი

ზელენსკი: მე ეს პუტინისგან მსმენია, 3 დღეში დამთავრდებაო იგი ამბობდა.

 „ეს იქნება შესანიშნავი შოუ ტელევიზიისთვის“ - განაცხადა ტრამპმა საუბრის ბოლოს.

[სინქრონული თარგმანი: ფორმულა] 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი