თეთრ სახლში დონალდ ტრამპის და ვოლოდიმირ ზელენსკის ერთობლივი პრესკონფერენცია და მოლაპარაკებები გაუქმდა

გამოქვეყნდა:

თეთრ სახლში დონალდ ტრამპის და ვოლოდიმირ ზელენსკის ერთობლივი პრესკონფერენცია და მოლაპარაკებები გაუქმდა. ამას თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენელი ადასტურებს. 

ცნობილია, რომ უკრაინის დელეგაცია თეთრი სახლის დატოვებას აპირებს. 

"პრეზიდენტი ზელენსკი არ არის მზად მშვიდობისთვის, თუ ამერიკა იქნება ჩართული მოლაპარაკებებში, რადგან ის ფიქრობს, რომ ჩვენი ჩართულობა მას დიდ უპირატესობას ანიჭებს. მე არ მინდა უპირატესობა, მე მინდა მშვიდობა. ის უპატივცემულოდ მოექცა ამერიკის შეერთებულ შტატებს ოვალურ კაბინეტში. მას შეუძლია დაბრუნდეს, როცა მზად იქნება მშვიდობისთვის."  დაწერა ტრამპმა X-ზე  ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი