
დღეს, 3 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი 2 პაციენტიდან მეორეც აჭარიდანაა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 66 წლის კაცი ქობულეთის სამედიცინო ცენტრში 2 ოქტომბერს შეიყვანეს.
მისი დიაგნოზი კორონავირუსის გარდა ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა, მწვავე რესპირაციული დისტრეს სინდრომი და ფილტვის შეშუპება იყო.
პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა: გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი.კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა, - ამბობს უწყება.
გარდაიცვალა 2 პაციენტი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 48 გახდა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.