არასამთავრობო ორგანიზაციები ფიქრობენ, რომ "პატრიოტთა ალიანსის" რუსეთისაგან დაფინანსების საკითხი სახელმწიფო უსაფრთხოების საქმეა და ოფიციალურ უწყებებს შესაბამისი მოქმედებებისკენ მოუწოდებენ.
საქმე ეხება რუსეთის ხელისუფლების მიერ ოქტომბრის არჩევნებში ჩარევას. ხელისუფლებამ სრულიად დააიგნორა ეს ფაქტი - აშკარაა, რომ მათ კრემლისადმი რბილი მიდგომა აქვთ, - ამბობს "სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელი დირექტორი, ელენე ნიჟარაძე
შეგახსენებთ, რომ "პატრიოტთა ალიანსის" წინააღმდეგ არსებობს არაერთი ბრალდება, რომ პარტია ოკუპანტი ქვეყნიდან ფინანსდება და ქვეყანაში მათი ინტერესების გამტარებელია. მაგალითად, ცენტრ „დოსიეს“ გამოძიება, რითაც იკვეთება, რომ პატრიოტები 8 მილიონ დოლარზე მეტით წინასაარჩევნოდ კრემლიდან ფინანსდებიან.
პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები პარტიის არჩევნებიდან მოხსნას ითხოვენ.