მთავრობის პროგნოზი, რომ 2021 წელს ეკონომიკის 5%-იანი ზრდა იქნება ფანტასტიკაა - ოპოზიციის შეფასება

გამოქვეყნდა:

მთავრობის პროგნოზი, რომ 2021 წელს ქვეყანას ეკონომიკის 5%-იანი ზრდა ექნება არის ფანტასტიკის სფერო - ასე აფასებენ ოპოზიციის წარმომადგენლები ბიუჯეტს, რომელიც პარლამენტმა უნდა განიხილოს. მათი თქმით, ეს გეგმა მთლიანად მთავრობის წევრებზეა მორგებული და არა ხალხი. 

ბიუჯეტის პროექტის თანახმად თითქმის ყველა სამინისტროს დაფინანსება იზრდება, მათ შორის ჯანდაცვის და განათლების სამინისტრო ლიდერობს.

დღეს მთავრობამ პარლამენტში შეიტანა ბიუჯეტი და იქიდან არაფერი ახალი არაა. არის ისევ პრემია-დანამატები, ხელფასები ჩინოვნიკების და რაც ქართული ოცნების პრიორიტეტია ჩინოვნიკების შენახვა და ფუფუნების მოწყობა, - ამბობს "ძალა ერთობაშიას" მაჟორიტარობის კანდიდატი, დავით კირკიტაძე.

"ევროპული საქართველოს" დეპუტატის, ირმა ნადირაშვილის თქმით, მმართველ გუნდს ხელფასების ზრდა წინასაარჩევნოდ, ხმების მოსაპოვებლად სჭირდებათ.

ქვეყანაში არის 800 000 ადამიანი, რომლებსაც დღეში მხოლდო 3-4 ლარის დახარჯვა შეუძლიათ საკუთარი შვილების გამოსაკვებად, ამ დროს ეკონომიკის და სხვა სამინისტორები ბიუჯეტს ზრდიან. ეს არის დამოკიდებულება ქართული ოცნების საკუთარი ხალხის მიმართ, - თქვა ირმა ნადირაშვილმა.  

ოპონენტები საუბრობენ, რომ ხელისუფლების საგარეო ვალები მოქალაქეებს კიდევ უფრო დიდ წნეხად დააწვება.

ბიუჯეტის პროექტი პარლამენტმა 5 ნოემბრამდე უნდა განიხილოს. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი