ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. ადგილობრივი დროით 15:00 საათის მდგომარეობით აქტივობამ 43%, ანუ 62 842 ადამიანი შეადგინა.
"პრეზიდენტობისთვის" ორი კანდიდატი იბრძვის - ადგურ არძინბა, ["პირველ ტურში" 36,92% აიღო] და ბადრა გუნბა [46,38%].
ოკუპირებული რეგიონის "ამომრჩეველთა ერთიან სიაში" 134 ათასზე მეტი ადამიანია. განმეორებითი კენჭისყრა ჩაითვლება, თუ "არჩევნებში" მონაწილეობს "ამომრჩევლების" 25% მიიღებს.