„რუსეთი პუტინის წინააღმდეგ“ | რუსი ოპოზიციონერები ბერლინში საპროტესტო მარშს მართავენ

გამოქვეყნდა:

„რუსეთი პუტინის წინააღმდეგ“ - ამ სახელწოდების საპროტესტო მარშს რუსი ოპოზიციონერები ბერლინში მართავენ. ორგანიზატორები ილია იაშინი, ვლადიმერ კარა-მურზა და იულია ნავალნაია არიან. მედიის ინფორმაციით, მსვლელობაში 1000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს.

აქციაში მონაწილეობენ რუსეთის მოხალისეთა კორპუსის მხარდამჭერებიც. ეს არის გასამხედროებული ქვედანაყოფი, რომელიც იმ რუსებისაგან შედგება, რომლებიც უკრაინის მხარეს იბრძვიან.

მსვლელობის მონაწილეები ბერლინის ცენტრში, რუსეთის საელჩოს გაივლიან. მარში ბრანდენბურგის კარიბჭესთან დასრულდება.

ბერლინის მარშისადმი სოლიდარობის აქციები სხვა ქალაქებშიც მიმდინარეობს.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, რამდენიმე ათეული ადამიანი ომის საწინააღმდეგო ლოზუნგებით რუსეთის საელჩოსთან შეიკრიბა ერევანშიც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი