"მტერზე არავინ უნდა შეცდეს, ის მხოლოდ კრემლში ზის" | ბერბოკი

გამოქვეყნდა:

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ევროპულმა ქვეყნებმა მასიურად უნდა გაზარდონ თავდაცვის ხარჯები, რათა შეცვალონ სტრატეგიული ლანდშაფტი. ანალენა ბერბოკმა ეს კომენტარი თეთრ სახლში ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის გამართული დისკუსიიდან ერთი დღის შემდეგ, მსოფლიო მედიის წინაშე გააკეთა. მისი თქმით,"უკანონობის ახალი ერა დაიწყო"

"თეთრი სახლის სკანდალმა ნათლად აჩვენა, რომ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი და კანონის უზენაესობა უფრო მეტად უნდა იყოს დაცული, ვიდრე ოდესმე, ძლიერთა ძლევამოსილებისგან. ვინ არის სასტიკი აგრესორი და ვინ არის მამაცი დამცველი უკრაინის წინააღმდეგ ამ ომში, ვინ არის კრიმინალი და ვინ არის მსხვერპლი – ამაში ეჭვი არავის ეპარება; მტერზე არავინ უნდა შეცდეს, ის მხოლოდ კრემლში ზის," ამბობს ბერბოკი.

ბერბოკი საკუთარი ქვეყნის მთავრობას მოუწოდებს, დამატებითი 3 მილიარდი ევრო (3,1 მილიარდი დოლარი) დახმარება გამოყოს უკრაინისთვის. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი