თუ არსებობს პიროვნება რომელიც მესამე მსოფლიო ომს ეთამაშება, ის კიევში არ არის, ის მოსკოვშია | მაკრონი

გამოქვეყნდა:

„უნდა ვიმოქმედოთ უკრაინისთვის ჩვენი დახმარების მიცემით, ვინაიდან საკუთარი ლეგიტიმური ინტერესების დაცვით ის ჩვენი უსაფრთხოების წინ ხაზზეა. და უსაფრთხოების ელემენტები უნდა ავაწყოთ დღეისთვის და ხვალისთვის უკრაინასა და ევროპაში.

თუმცა არის ერთი რამ, რაც არ უნდა დაგვავიწყდეს იმ დროს, როდესაც დებატებია. თუ ვინმე ეთამაშება მესამე მსოფლიო ომს, ეს ვლადიმირ პუტინია. მან დაიწყო აგრესიული ომი სამი წლის წინ, მან ჩამოიყვანა 10 000 ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი ევროპულ მიწაზე, ის წავიდა ირანული დრონების მისაღებად, ეხმარებოდა ირანს მის ბირთვულ პროგრამაში, რათა ევროპულ მიწაზე გამოეყენებინა.

მან გააღრმავა ჩინეთთან კავშირები, რომლისგანაც ორმაგი დანიშნულების მასალებს იღებს. ასე რომ, თუ არსებობს პიროვნება - სინამდვილეში მისგან ბირთვული იარაღით მუქარები მოგვისმენია - რომელიც მესამე მსოფლიო ომს ეთამაშება, ის კიევში არ არის, ის მოსკოვშია“ [IPN]

განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პორტუგალიურ ტელეარხ RTP-სთან ინტერვიუში, დონალდ ტრამპის მიერ, ზელენსკისთვის ნათქვამ სიტყვებზე - "მესამე მსოფლიო ომს ეთამაშებით".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი