უკრაინის პრეზიდენტი დიდი ბრიტანეთის პრემიერთან გამართული შეხვედრისა და გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს და წერს:
ლონდონი. მნიშვნელოვანი და თბილი შეხვედრა პრემიერმინისტრ კირ სტარმერთან. საუბრების დროს განვიხილეთ უკრაინის და მთელი ევროპის წინაშე არსებული გამოწვევები, პარტნიორებთან კოორდინაცია, კონკრეტული ნაბიჯები უკრაინის პოზიციის გასაძლიერებლად და ომის დასრულებისთვის სამართლიანი მშვიდობით, უსაფრთხოების საიმედო გარანტიებით.
პრინციპული მხარდაჭერის სიტყვები ბატონი პრემიერისგან და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება: დღეს, ჩვენი თანდასწრებით, უკრაინამ და გაერთიანებულმა სამეფომ ხელი მოაწერეს სასესხო შეთანხმებას. ეს სესხი უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობებს გაზრდის და გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული მიღებული შემოსავლებიდან ანაზღაურდება. თანხა უკრაინაში იარაღის წარმოებას მოხმარდება. ეს არის ნამდვილი სამართალი: ომის დამწყებმა უნდა გადაიხადოს.
მადლობა ხალხს და დიდი ბრიტანეთის მთავრობას ასეთი დიდი მხარდაჭერისთვის ამ ომის დაწყებიდან დღემდე. მოხარულები ვართ, რომ გვყავს ასეთი სტრატეგიული პარტნიორები და ვიზიარებთ ხედვას, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს უსაფრთხო მომავალი ყველასთვის." წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
დიდ ბრიტანეთსა და უკრაინას შორის, უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად, £2,6 მილიარდიანი ხელშეკრულება გაფორმდა. უკრაინის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, სესხი დაიფარება გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლით და გამოყენებული იქნება თავდაცვის მასალების შესყიდვის დასაფინანსებლად.