"ეს კვირა დაიწყო იმით, რომ ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა უარი თქვეს იმის აღიარებაზე, რომ რუსეთმა დაიწყო ომი უკრაინაში. ის მთავრდება ოვალურ კაბინეტში დაძაბული, შოკისმომგვრელი საუბრით და თეთრი სახლიდან ჩურჩულით, რომ, შესაძლოა, შეეცადონ, დაასრულონ აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ.
ვწუხვარ, რადგან, როგორც ჩანს, ადმინისტრაცია შორდება ჩვენს მოკავშირეებს და ემხრობა პუტინს, რომელიც საფრთხეს უქმნის დემოკრატიას და აშშ-ის ღირებულებებს მთელ მსოფლიოში."
- წერს X-ზე რესპუბლიკელი სენატორი, ლიზა მურკოვსკი.