ლიეტუვა უკრაინასთან იარაღის ერთობლივ წარმოებაში 20 მილიონი ევროს ინვესტიციას განახორციელებს

გამოქვეყნდა:

ლიეტუვა უკრაინასთან იარაღის ერთობლივ წარმოებაში 20 მილიონი ევროს ინვესტიციას განახორციელებს.

ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, აპირებენ, გააგრძელონ უკრაინის აქტიური მხარდაჭერა უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიაში ინვესტიციების გზით.

ლიეტუვის თავდაცვის მინისტრის, დოვილე შაკალიენეს თქმით, უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიას აქვს დიდი პოტენციალი, გახდეს მნიშვნელოვანი მოთამაშე გლობალურ ბაზარზე უკრაინელი ინჟინრების მაღალი გამოცდილებისა და მოტივაციის, ასევე ამ სფეროში გადაწყვეტილების მიმღებთა მონდომებისა და სტრატეგიული აზროვნების გამო.

ლიეტუვაში, უახლოეს კვირებში ლიეტუვისა და უკრაინის წარმომადგენლების ერთობლივი შეხვედრები გაიმართება, რათა განიხილონ შეთანხმების იმპლემენტაცია და შემდგომი ნაბიჯები თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განვითარებისთვის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი