"NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგი უნდა გაძლიერდეს" | დონალდ ტუსკი

გამოქვეყნდა:

პოლონეთის პრემიერმინისტრის, დონალდ ტუსკის თქმით, ის დღეს ლონდონის სამიტზე აპირებს, ევროპელ ლიდერებს მოუწოდოს, რომ NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგი გააძლიერონ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

"ეს იქნება თითოეული ევროპული სახელმწიფოს განზრახვებისა და შესაძლებლობების რეალური გამოცდა, რომ მეტი ევროპული ჯარი იყოს ფინეთში, ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და პოლონეთში რუსეთისა და ბელორუსის საზღვარზე," - განაცხადა პოლონეთის პრემიერმინისტრმა ლონდონში გაფრენამდე.

ასევე, ტუსკმა თქვა, რომ ის მხარს უჭერს იტალიის პრემიერმინისტრ ჯორჯია მელონის  წინადადებას ევროპელი ლიდერებისა და შეერთებული შტატების სამიტის მოწვევის შესახებ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი