სტარმერის განცხადებით, ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტის გეგმაზე იმუშავებენ, რომელსაც აშშ-ს წარუდგენენ

გამოქვეყნდა:

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, კირ სტარმერმა თქვა, რომ ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტის გეგმაზე იმუშავებენ, რომელსაც აშშ-ს წარუდგენენ.

პრემიერი ამბობს, რომ ინიციატივა უკრაინის, საფრანგეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებთან საუბრის შემდეგ გაჩნდა.

სტარმერი BBC-სთან ამბობს, რომ გეგმის შემუშავებაში, შესაძლოა, "რამდენიმე სხვა ქვეყანაც" ჩაერთოს. პრემიერის თქმით, ინიციატივა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ოვალურ კაბინეტში მომხდარი შემთხვევის შემდეგ.

"არავის სურს ეს კონფლიქტი გაგრძელდეს, მით უმეტეს, უკრაინელებს", - თქვა პრემეირმა.

მისი თქმით, სჯერა, რომ ტრამპი ასევე ერთგულია უკრაინაში გრძელვადიანი მშვიდობის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი