დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა სატელეფონო საუბარი გამართა ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის ლიდერებთან. ამის შესახებ ინფორმაციას X-ზე თავად კირ სტარმერი ავრცელებს.
"ვესაუბრე ესტონეთის პრეზიდენტ ალარ კარისს, ლატვიის პრემიერმინისტრ ევიკა სილინას და ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას.
ჩვენ შევთანხმდით, რომ უნდა გავერთიანდეთ იმისთვის, რომ ვიპოვოთ გზა უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობისაკენ, რომელიც უზრუნველყოფს მის სუვერენიტეტს და და გამყარებულია უსაფრთხოების ძლიერი გარანტიებით. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დიდი ბრიტანეთისა და ევროპის მომავალი უსაფრთხოებისთვის." - წერს კირ სტარმერი.