ბათუმელი მედროშის, თემურ ქათამაძის ადვოკატის ინფორმაციით, ქათამაძე თავს სუსტად გრძნობს და გადაადგილების სირთულეები აქვს.
"თავს სუსტად გრძნობს, აქვს გადაადგილების სირთულეები და ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს პერიოდში უკვე დათანხმდება სამედიცინო კლინიკაში გადაყვანაზე, რადგან ამ ვადის შიმშილობის გათვალისწინებით მას აღენიშნება წონაში მნიშვნელოვანი კლება, საუბარია 20 კგ-ზე მეტ კლებაზე, რაც უარყოფითად აისახება მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
თანაც, იმის გათვალისწინებით, რომ მას აქვს უახლოეს მომავალში პროცესები სასამართლოში ლტოლვილის და ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ამ პერიოდში ის თავს კარგად გრძნობდეს, შეძლოს სასამართლო პროცესებზე დასწრება და საკუთარი პოზიციის ზეპი სხდომაზე დაფიქსირება", - ამბობს ადვოკატი, მარიამ გაბროშვილი. მის კომენტარს "TV პირველი" ავრცელებს.
პატიმრობაში მყოფი ქათამაძე უკვე 46 დღეა, შიმშილობს.