გიორგი კალანდარიშვილი ტაჯიკეთის არჩევნებს დააკვირდა, რომელშიც რეალური ოპოზიცია არ მონაწილეობდა

გამოქვეყნდა:

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ტაჯიკეთის არჩევნებს აკვირდებოდა - ინფორმაცია "რადიო თავისუფლებას" ცესკოში დაუდასტურეს.

ტაჯიკეთში კვირას, 2 მარტს პარლამენტის ქვედა პალატის, წარმომადგენელთა პალატისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა, სადაც შედეგებით, მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა.

ტაჯიკეთის ცესკოს თანახმად, ქვეყანაში რეგისტრირებული შვიდი პარტიიდან არჩევნებში ექვსი იღებდა მონაწილეობას, მათ შორის - პრეზიდენტ ემომალი რაჰმონის მმართველი პარტია, სახალხო დემოკრატიული პარტია.

თუმცა რადიო თავისუფლების ტაჯიკური სამსახურის ცნობით:

არჩევნებში მონაწილე არცერთი პარტია არ აკრიტიკებს პრეზიდენტ რაჰმონის პარტიას;

რეალური ოპოზიციური პარტიის, „ტაჯიკეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერს, შოკირჯონ ხაკიმოვს „სახელმწიფო გადატრიალების“ ბრალდებით 2024 წლიდან 18-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი;

2015 წელს „ისლამური რენესანსის პარტიის“ აკრძალვის შემდეგ, სწორედ ეს არის ერთადერთი ოპოზიციური პარტია ქვეყანაში.

არჩევნები ეუთოს დამკვირვებლების გარეშე ჩატარდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი