დასავლეთში არსებობს „ომის პარტია“, რომელსაც უკრაინაში კონფლიქტის გაგრძელება სურს | პესკოვისა და "ოცნების" იდენტური რუსული პროპაგანდა

გამოქვეყნდა:

პუტინის პრესსპიკერი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის გაგრძელება "ომის პარტიას" სურს, რომელიც მისივე მტკიცებით, დასავლეთშია: 

"ზოგიერთი დასავლური ქვეყანა გაერთიანდა ერთგვარ „ომის პარტიად“, რათა დააფინანსოს უკრაინა სამხედრო ოპერაციების გასაგრძელებლად...რჩება ქვეყნების ჯგუფები, რომლებიც უფრო მეტად წარმოადგენენ „ომის პარტიას“ და აცხადებენ მზადყოფნას გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა“, - აღნიშნა პესკოვმა.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" რეჟიმიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მითიური "ომის პარტიის" არსებობს ამტკიცებს. ეს პროპაგანდა ბოლო დღეებში, ზელენსკი-ტრამპის ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ, კიდევ ერთხელ გააქტიურდა.

მაგალითად, კახა კალაძემ დღეს განაცხადა: „ჩვენ ძალიან კარგად ვიცით და კარგადაც ჩანს, როგორ აქვს გადგმული ფესვები „გლობალური ომის პარტიას“ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, ზოგადად, მსოფლიოში, თუმცა, ჩვენ გვაინტერესებს ჩვენი ქვეყანა, მისი მომავალი და საქართველოსადმი დამოკიდებულების შეცვლით, ვიგრძნობთ „დიფ სთეითის“ დამარცხებას."

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი