"ხვალინდელი ღამე მნიშვნელოვანი იქნება. გეტყვით ყველაფერს ისე, როგორც არის!" | ტრამპი

გამოქვეყნდა:

"ხვალინდელი ღამე მნიშვნელოვანი იქნება. გეტყვით ყველაფერს ისე, როგორც არის!" - ამ შინაარსის განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა საკუთარ სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გაავრცელა

უცნობია, ეხება თუ არა ეს პოსტი უკრაინას, თუმცა ტრამპმა კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, სადაც ის წერს:

"ერთადერთი პრეზიდენტი, რომელმაც პუტინის რუსეთს უკრაინული მიწის ერთი ნაჭერიც არ დაუთმო, არის დონალდ ტრამპი. დაიმახსოვრეთ ეს, როცა სუსტი და არაეფექტური დემოკრატები აკრიტიკებენ და ყალბი მედია სიხარულით ავრცელებს მათ რომელიმე სიტყვას!" - დაწერა ტრამპმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი