გერმანიაში, ქალაქ მანჰაიმის ცენტრში, ავტომობილი ხალხში შევარდა | დაღუპულია 2 და დაშავებულია 25

გამოქვეყნდა:

გერმანიაში, ქალაქ მანჰაიმის ცენტრში, სადაც ბაზრობა იმართებოდა ავტომობილი ხალხში შევარდა. მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია,  თუმცა ადგილობრივი მედია წერს ორი დაღუპულის და 25 დაშავებულის შესახებ, რომელთაგან სულ მცირე 15 მძიმე მდგომარეობაშია.

მძღოლი უკვე დაკავებულია, მის მოტივებს პოლიცია ამ წუთებში იძიებს.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ X-ზე განცხადება გაავრცელა, სადაც მოქალაქეებს მოუწოდებენ დარჩნენ შენობაში და მოერიდონ ქალაქ მანჰაიმის ცენტრს პოლიციის მიმდინარე ოპერაციის გამო.

ჯერჯერობით უცნობია განიხილავს თუ არა ხელისუფლება მომხდარს ტერაქტად.  პოლიციაში აცხადებენ, რომ დამატებითი დეტალების შესახებ ინფორმაციას დღის განმავლობაში გაავრცელებენ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი