ორშაბათს პაპმა ფრანცისკემ მწვავე რესპირატორული უკმარისობის ორი ეპიზოდი გადაიტანა - ინფორმაცია პაპ ფრანცისკეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ორშაბათს საღამოს წმიდა საყდრის პრესსამსახურმა გამოაქვეყნა.
"დღეს წმინდა მამამ განიცადა მწვავე სუნთქვითი უკმარისობის ორი ეპიზოდი, რაც გამოწვეული იყო ენდობრონქული ლორწოს მნიშვნელოვანი დაგროვებით და შედეგად ბრონქოსპაზმით. დიდი რაოდენობის სეკრეციის ამოღების აუცილებლობით ჩატარდა ორი ბრონქოსკოპია. დღის მეორე ნახევარში განახლდა ფილტვების არაინვაზიური მექანიკური ვენტილაცია. წმინდა მამა ყოველთვის ფხიზლი, ორიენტირებული და კომუნიკაბელურია. პროგნოზი კვლავ ფრთხილი რჩება."- ნათქვამია ვატიკანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რომის პაპი 14 თებერვლიდან ჰოსპიტალიზირებულია რომის Gemelli Hospital-ში ორმხრივი პნევმონიის დიაგნოზით.