Financial Times: ევროპის წამყვანი ქვეყნები 200 მილიარდი ევროს რუსული აქტივების ჩამორთმევის გეგმას განიხილავენ

გამოქვეყნდა:

Financial Times-ის ინფორმაციით, ევროპის წამყვანი სახელმწიფოები 200 მილიარდ ევროზე მეტი გაყინული რუსული აქტივის ჩამორთმევის საკითხს განიხილავენ, რადგან ისინი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გეგმებს ადგენენ.

როგორც Financial Times-ის წერს, საფრანგეთი და გერმანია, რომლებიც აქამდე ეწინააღმდეგებოდნენ აქტივების სრულად ჩამორთმევას, ახლა დიდ ბრიტანეთთან და სხვა ქვეყნებთან ერთად მათი გამოყენების გზებზე მსჯელობენ. 3 წყაროს ცნობით, ერთ-ერთი წინადადების თანახმად, რუსეთს, შესაძლოა, აქტივები ჩამოერთვას, თუ მოსკოვი მომავალში დაარღვევს ცეცხლის შეწყვეტის მომავალ შეთანხმებას - მიზანი კიევისთვის ომისშემდგომი უსაფრთხოების გარანტიების მიწოდებაა.

გამოცემა წერს, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ევროპული დიპლომატიური ძალისხმევის ფონზე, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ხელმძღვანელობით, უკრაინის სამშვიდობო გეგმის შემუშავების მიზნით. ამ დროისთვის, აქტივებიდან მიღებული შემოსავალი უკრაინისთვის G7-ის მიერ გაცემული სესხების დაფარვას ხმარდება, თუმცა უშუალოდ აქტივებს ჯერ არ შეხებიან. G7-ის მოკავშირეებმა დაახლოებით 300 მილიარდი ევრო გაყინეს, დიდი ნაწილი - დაახლოებით 190 მილიარდი ევრო - ბელგიის ცენტრალური უსაფრთხოების სადეპოზიტო Euroclear-შია განთავსებული, მცირე ოდენობით კი სხვა ქვეყნებში.

რუსული აქტივების შესაძლო ჩამორთმევის საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხრიდან უკრაინის სამხედრო დახმარების შეწყვეტის ფონზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი