ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა "ევროპის გადაიარაღების" გეგმა წარადგინა, რომელიც მისი თავდაცვის გაძლიერებას ისახავს მიზნად. კერძდ, ეს არის 5-პუნქტიანი პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირის ხელთ არსებული ფინანსური ბერკეტების გამოყენებას, რათა დაეხმაროს წევრ სახელმწიფოებს, სწრაფად და მნიშვნელოვნად გაზარდონ თავდაცვის ხარჯები.
როგორც ფონ დერ ლეიენმა აღნიშნა, ამ გეგმით შესაძლებელია 800 მილიარდი ევროს მობილიზება. მისივე თქმით, "თუ წევრი ქვეყნები გაზრდიან თავდაცვის ხარჯებს მშპ-ს საშუალოდ 1,5%-ით, ეს შეიძლება შექმნას ფისკალური სივრცე 650 მილიარდ ევრომდე". გარდა ამისა, ევროკომისიამ ევროკავშირს ახალი ერთობლივი სესხის აღება 150 მილიარდი ევროს (157,76 მილიარდი აშშ დოლარი) ოდენობით.
ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, მან ევროპელ ლიდერებს წერილით უკვე მიმართა. ევროკავშირის ლიდერები წინადადებას ხუთშაბათს, 6 მარტს სპეციალურ სამიტზე განიხილავენ, რომელიც თავდაცვის ხარჯებს მიეძღვნება.
"ეს ევროპის მომენტია და ჩვენ ამ გამოწვევას უნდა ვუპასუხოთ", - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.