"გიორგი ბაჩიაშვილის ქვეყნიდან წასვლაზე:
ამ კაცს აქ მოკლავდნენ, მეგობრებო. ციხეში, ცხადია.
ეგ კაცი დისიდენტი პოლიტიკოსი არაა, მისი ბრძოლა გარედან უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე საქართველოში კიდევ ერთ პოლიტპატიმრად მოვლინება.
სანამ მის გამბედაობას და მსხვერპლშეწირვის უნარ-სურვილებს შევაფასებთ, თუ კიდევ რამე სხვა კრიტერიუმს ავიღებთ (ციხიდან დარტყმას რეჟიმზე და მსგავსს), ყველაზე მნიშვნელოვანზე ვკონცენტრირდეთ: სამშობლო უნდა გადავარჩინოთ და ბიძინა გადავაგდოთ.
ბაჩიაშვილი გარეთ არის ჩვენთვის და ჩვენი სამშობლოსთვის სასარგებლო ინსტრუმენტი. ბაჩიაშვილი ქართულ ციხეში - არაფრის მომცემი მოცემულობა, სიკვდილისთვის განწირული.
შედეგი, მეგობრებო, შედეგი. მოვეშვათ მორალისტობას. რა დროს ესაა"
- ამის შესახებ სოციალურ ქსელში "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი და პარტია "ახალის" თანათავმჯდომარე ნიკა გვარამია წერს.