"ვხედავთ, თუ როგორი უსუსურები არიან, საერთოდ რეალობას არიან მოწყვეტილები. ჩემთვის პირადად არაფერს არ ნიშნავს, რადგან ის საქმე, რომელსაც მე და ჩემი გუნდი ვაკეთებთ, გაცილებით მეტია, ვიდრე პატარა კაცის პატარა სანქცია - ასე დავარქმევდი ამას. ხმამაღლა ვიტყვი იმას, რომ ამით ნამდვილად ვერაფერს დაგვაკლებენ. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლასა და წინსვლას".
- ამბობს ოლიგარქის დეპუტატი, ლაშა ტალახაძე ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის მიერ დაწესებულ სანქზიებზე.
მანამდე, ბალტიისპირეთის ქვეყნებმა 2 დეკემბერს სავიზო სანქციები დაუწესეს რამდენიმე პირს, მათ შორის იყვნენ ბიძინა ივანიშვილი, ვახტანგ გომელაური, ზვიად ხარაზიშვილი, ვაჟა სირაძე, თეიმურაზ კუპატაძე და სხვები.