სერბეთის პარლამენტში კვამლის ყუმბარები და ცრემლმდენი გაზი ისროლეს | დაშავდა 2 დეპუტატი

გამოქვეყნდა:

სერბეთის პარლამენტში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კვამლის ყუმბარები და ცრემლმდენი გაზი ისროლეს. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო გამოცემა Reuters-ი ავრცელებს. 

საკანონმდებლო სესიაზე, მას შემდეგ, რაც მმართველმა კოალიციამ სერბეთის პროგრესული პარტიის (SNS) ხელმძღვანელობით დღის წესრიგი დაამტკიცა, ზოგიერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პარლამენტის სპიკერისკენ გაიქცა და დაცვის თანამშრომლებს შეეჯახა. სხვებმა კი კვამლის ყუმბარები და ცრემლმდენი გაზი გაუშვეს. 

სპიკერის, ანა ბრნაბიჩის განცხადებით, მომხდარის შედეგად ორი დეპუტატი დაშავდა. მათგან ერთმა, SNS პარტიიდან, იასმინა ობრადოვიჩმა ინსულტი განიცადა, ის კრიტიკულ მდგომარეობაშია. 

ოპოზიციონერები ვადამდელ არჩევნებსა და მთავრობის გადადგომას ითხოვენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი