"პროდუქტიული საუბარი გვქონდა - შევთანხმდი შემდგომ თანამშრომლობასა და კონტაქტზე" | ზელენსკი ფრიდრიხ მერცზე

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიის ბუნდესტაგის კანცლერობის კანდიდატს ფრიდრიხ მერცს ესაუბრა. ამის შესახებ ზელენსკი X-ზე წერს და აღნიშნავს, რომ ისინი შემდგომ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

"პროდუქტიული საუბარი გვქონდა ბუნდესტაგის არჩევნებში გამარჯვებული ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის (CDU) ლიდერთან, ფრიდრიხ მერცთან. ჩვენ შევათანხმეთ ჩვენი პოზიციები და მე ვაფასებ მის მხარდაჭერას.

უკრაინა ძალიან აფასებს გერმანიის ძალისხმევას ევროპის უსაფრთხოების აღდგენისა და ჩვენს ქვეყანაში სიცოცხლის დასაცავად. ჩვენ გვახსოვს, რომ გერმანია ლიდერია უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებაში და გადამწყვეტ როლს თამაშობს ჩვენი ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფაში.

შევთანხმდი ფრიდრიხ მერცთან შემდგომ თანამშრომლობასა და კონტაქტზე", - წერს ზელენსკი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი