ოლიგარქის პროკურატურა მზია ამაღლობელის ტელეფონზე წვდომას და ინფორმაციის გამოთხოვას ითხოვს

გამოქვეყნდა:

ოლიგარქის პროკურატურა "ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ტელეფონზე წვდომას და ინფორმაციის გამოთხოვას ითხოვს. ამ შუამდგომლობით ბრალდების მხარემ ოლიგარქის სასამართლოს, დღეს, რეჟიმის პატიმრის სხდომაზე მიმართა.

ამაღლობელის საქმეში დევს გურიის პოლიციის დეტექტივის მიერ 15 თებერვალს შედგენილი პატაკი, რომელშიც მისი მტკიცებით, მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმა წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი და თითქოს ამის მტკიცებულებები მის ტელეფონშია.

"საქმეში წარმოდგენილია გურიის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივის, ვლადიმერ ჩიტაიას პატაკი, რომელიც გარკვეული სახის ინფორმაციას ფლობს, რომ ტელეფონში არსებობს ჩანაწერები, რომელიც ადასტურებს, რომ ბრალდებული მარტო არ მოქმედებდა, მისი ქმედება იყო წინასწარ განზრახული და სხვა პირებთან შეთანხმებული [...] სასამართლოს შუამდგომლობით მივმართეთ და აღნიშნული მობილური ტელეფონიდან ინფორმაციის გამოთხოვა მოვითხოვეთ," - ამბობს ამაღლობელის საქმის პროკურორი. [შიფრი: "ტაბულა"]

მზია ამაღლობელის ადვოკატმა, ჯუბა ქათამაძემ სხდომაზე განაცხადა, რომ დეტექტივი ჩიტაია ვერ მიუთითებს, კონკრეტულად რა საშუალებით იღებდა მზია ამაღლობელი მითითებებს. ის ვერ მიუთითებს ვერც დროის სავარაუდო მონაკვეთზე და იმაზე თუ საიდან აქვს მას აღნიშნული ინფორმაცია.

"15 თებერვლის პატაკით, გურიის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების ოპერატიული სამმართველოს დეტექტივმა, ვლადიმერ ჩიტაიამ გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, სერგი ჟღენტს ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ, რომ მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმა წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი, რის შესახებაც, მობილური ტელეფონის საშუალებით, კომუნიკაცია ჰქონდა მისთვის დაუდგენელ პირებთან.

დეტექტივი ჩიტაია ვერ მიუთითებს, კონკრეტულად რა საშუალებით იღებდა მზია ამაღლობელი მითითებებს. ის ვერ მიუთითებს ვერც დროის სავარაუდო მონაკვეთზე [...] პატაკი და გამოკითხვის ოქმი არ შეიცავს რაიმე ინფორმაციას იმის შესახებ, თუ საიდან აქვს ვლადიმერ ჩიტაიას ინფორმაცია პოლიციელზე თავდასხმის წინასწარ დაგეგმვასთან დაკავშირებით. ამის შედეგად, მივიღეთ ყოველგვარი შინაარსისა და არგუმენტაციისგან დაცლილ გამოკითხვის ოქმი," - განაცხადა სხდომაზე ადვოკატმა. [შიფრი: "ტაბულა"]

ჟურნალისტის წინასასამართლო სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს. 

მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო“, მეორედ კი ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო. მას პოლიციელზე თავდასხმის ბრალდება წაუყენეს, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს კი წინ უძღოდა პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებები. 

14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა  მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება ადვოკატებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საჩივარი არც კი განიხილა.

მზია ამაღლობელი 38 დღე შიმშილობდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი